Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე პროტესტისთვის დაკავებულების სასამართლო

ანი ახმეტელი, გიორგი ბულია, მარინა ჟვანია, ელენე ჯღარკავა - მათ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან, რაც გამოიხატა ტროტუარზე(ხალხის სავალ ნაწილზე) დგომით.

12:13 25.12.2025

12:06 - შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ 17 დეკემბერს სხვადასხვა ლოკაციაზე აქციების გამართვასთან დაკავშირებით, შსს-ში 50-მდე განცხადებაა შესული, თუმცა უწყებამ „ფორმადაუცველად მიიჩნია და არ ჩათვალა საჭიროდ განეხილა“.

„ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ბატონ კახას აქვს მომართული, მიხეილ ზაქარეიშვილს აქვს მომართული სხვადასხვა ლოკაციისა და დღის შესახებ აქცის გამართვაზე განცხადებები“, - ამბობს თინათინ კაჭკაჭიშვილი.

შსს-ს მეორე იურისტის, თეონა დემურხანაშვილის თქმით, „ფორმა და ეთიკა არ არის დაცული განცხადების“.

ადვოკატი მოუწოდებს იმ განცხადებებზე ისაუბრობს, რომელიც ახლა წარადგინა.

„50-მდე განცხადებაა შემოსული 17 დეკემბრის ფაქტზე, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება აქციები...ეს ფორმააღქმულად ვერ იქნებოდა მიჩნეული“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

12:11 25.12.2025

12:04 - ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ მოსამართლეს წარუდგინა 11 დეკემბრით დათარიღებული განცხადებები, რომლის თანახმადაც იურისტი, კახა წიქარიშვილი შსს-ს აქციის ჩატარების შესახებ ატყობინებს.

ეს განცხადებები კახა წიქარიშვილმა საჯაროდაც გამოაქვეყნა.

12:02 25.12.2025

11:57 - ანი ახმეტელის ადვოკატებმა მოსამართლეს გადასცეს წითელი დიპლომი [ანი ახმეტელმა უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა, სწავლობდა მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე] და მისი არასრულწლოვანი დის სამედიცინო ცნობა, რომელზეც ახმეტელი ზრუნავს.

შსს-ს არ არის წინააღმდეგი პიროვნების შესახებ ინფორმაცია: დიპლომი და სივი საქმეს დაერთოდ. სამედიცინო ცნობის შესახებ კი მოსამართლეს მიანდობს გადაწყვეტილებას.

ზვიად ცეკვავამ წარდგენილი დოკუმენტები ინფორმაციის სახით დაურთო საქმეს.

12:01 25.12.2025

11:54 - ადვოკატი მალხაზ პატარაია მიიჩნევს, რომ ზვიად ცეკვავამ უნდა შეწყვიტოს საქმის განხილვა და მიმართოს საკონსტიტიო სასამართლოს, რადგან ტროტუარზე პროტესტის გამო პატიმრობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობისკენაა მიმართული.

ზვიად ცეკვავას პასუხია: „სასამართლო არ თვლის მიზანშეწონილად და მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით უნდა მიმართოს... თქვენც გაქვთ შესაძლებლობა დააყენოთ ამ ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი.. არავინ გზღუდავთ, შესაბამისად შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG