Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე პროტესტისთვის დაკავებულების სასამართლო

ანი ახმეტელი, გიორგი ბულია, მარინა ჟვანია, ელენე ჯღარკავა - მათ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან, რაც გამოიხატა ტროტუარზე(ხალხის სავალ ნაწილზე) დგომით.

14:32 25.12.2025

14:24 - იმ სხდომათა დარბაზის გარეთ, სადაც ტროტუარის საქმეები განიხილება, მოქალაქეები არიან შეკრებილები და ასე გამოხატავენ მხარდაჭერას.

14:23 25.12.2025

14:19 - ტროტუარზე პროტესტის საქმეზე პატიმრობა ემუქრება კიდევ ერთ მოქალაქეს, 73 წლის ნონა ცინცაძეს. მას იცავენ ადვოკატები გიორგი ტაბატაძე და არჩილ მშვენიერაძე.

მოსამართლე - ისევ მანუჩარ ცაცუა

შსს-ს იურისტები: ისევ თეკლა კობახიძე და ბუბა ნაჭყებია.

14:23 25.12.2025

14:17 - მოსამართლე მანუჩარ ცაცუას კიდევ ორი საქმე აწერია. უკვე გასაგებია, რომ ამ საქმეებზეც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ანუ ყველა ის სხდომა, რომელიც მას დაეწერა და რომელიც „ტროტუარის გადაკეტვის“ არგუმენტით ასამართლებს დემონსტრანტებს, დადაიდება.

14:18 25.12.2025

14:17 - გიორგი ბულიას სასამართლო 2026 წლის 12 იანვარს 12:30-ზე გაგრძელდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG