Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე პროტესტისთვის დაკავებულების სასამართლო

ანი ახმეტელი, გიორგი ბულია, მარინა ჟვანია, ელენე ჯღარკავა - მათ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან, რაც გამოიხატა ტროტუარზე(ხალხის სავალ ნაწილზე) დგომით.

11:34 25.12.2025

11:32 - ახალი კანონით, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციირებულია და სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს მიიღო, მოქალაქეს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება.

სამართალდარღვევათა ოქმი ანი ახმეტელს 23 დეკემბერს გადასცეს.

11:41 25.12.2025

11:36 - ანი ახმეტელის ადვოკატებმა ნახეს შსს-ს ვიდეომტკიცებულება, რის შემდეგაც მალხაზ პატარაიამ იკითხა: ვისი გადაღებულია ვიდეო?

თინათინ კაჭკაჭიშვილი: მოქალაქის

ადვოკატი: არ დააკავეთ?

შსს: არა

ადვოკატი: რატომ? სავალი ზოლიდან იღებს, ავტობუსის ზოლიდან

შსს: სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბატონო მალხაზ.

11:50 25.12.2025

11:40 - ადვოკატი მალხაზ პატარაია სასამართლოს მიმართავს შეაჩეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიაჩნია, რომ „დიდ სამართლებრივ პრობლემასთანაა საქმე“.

„ანი ახმეტელი დავობს კანონის მის მიმართ არასწორ გამოყენებაზე, ასევე ფართო საკითხზე, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“, - ამბობს ადვოკატი და კითხულობს ამონაწერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან ამონარიდებს, რომლის თანახმადაც, „მშვიდობიანი აქციის მონაწილეები არ შეიძლება დაექვემდებარონ სისხლის სამართლის სანქციას დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ამას გარდა, მშვიდობიან აქციაზე ნორმების დარღვევა არ შეიძლება დაექვემდებაროს მძიმე დარღვევას და გამოყენებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობა...".

რამდენიმე დღის წინ მიღებული კანონით, თუ ანი ახმეტელი ისევ გავა აქციაზე, დადგება ტროტუარზე და გააპროტესტებს და შსს მიიჩნევს, რომ მან ფეხითმოსიარულეების გადაადგილება შეაფერხა, მას ერთ წლამდე პატიმრობა დაემუქრება და სისხლის სამართლის წესით გასამართლდება.

11:55 25.12.2025

11:48 - გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ჩანაწერები ადმინისტრაციულ კოდექსში ბოლო რამდენიმე თვეში ეტაპობრივად შევიდა.

პირველ ეტაპზე შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევა უპირობო პატიმრობად იქცა. კანონიდან გაქრა ჯარიმისა და გაფრთხილების შესახებ ჩანაწერები.

შემდეგ - გზის გადაკეტვა გახდა დაჯარიმების საფუძველი. მოგვიანებით ჯარიმა გაუქმდა და მხოლოდ ადმინისტრაციულ პატიმრობას დაექვემდებარა. ამ ქმედების განმეორებითობა კი სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა. ამ მუხლით ათობით დემონტრანტი დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით.

გზის ხელმეორედ გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის წესით ერთი პირია დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი, ის 55 დღეა შიმშილობს.

შემდეგ ეტაპზე, ტროტუარზე საპროტესტო აქციის გამართვა დარეგულირდა კანონის დონეზე.

სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.

ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.

​თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG