12:06 - შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ 17 დეკემბერს სხვადასხვა ლოკაციაზე აქციების გამართვასთან დაკავშირებით, შსს-ში 50-მდე განცხადებაა შესული, თუმცა უწყებამ „ფორმადაუცველად მიიჩნია და არ ჩათვალა საჭიროდ განეხილა“.
„ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ბატონ კახას აქვს მომართული, მიხეილ ზაქარეიშვილს აქვს მომართული სხვადასხვა ლოკაციისა და დღის შესახებ აქცის გამართვაზე განცხადებები“, - ამბობს თინათინ კაჭკაჭიშვილი.
შსს-ს მეორე იურისტის, თეონა დემურხანაშვილის თქმით, „ფორმა და ეთიკა არ არის დაცული განცხადების“.
ადვოკატი მოუწოდებს იმ განცხადებებზე ისაუბრობს, რომელიც ახლა წარადგინა.
„50-მდე განცხადებაა შემოსული 17 დეკემბრის ფაქტზე, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება აქციები...ეს ფორმააღქმულად ვერ იქნებოდა მიჩნეული“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.
12:14 - სხდომაზე 10-წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
12:34 - სხდომა განახლდა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავა ამბობს, რომ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-10 ნაწილითაა დაწყებული.
12:35 - ოქმში მითითებულია, რომ 17 დეკემბერს ანი ახმეტელმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა, რომ „9-ის ნახევარზე დაიწყო პარლამენტთან საპროტესტო აქცია, შეკრება, 9-ის 25 წუთზე პატრულმა მოუწოდა მოქალაქეებს დაეტოვებინათ ტროტუარი, საფეხმავლო ბილიკი, რადგან დარღვეული იყო მოთხოვნები.."
კაჭკაჭიშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით, მოქალაქეები, რომლებიც აპირებენ შეკრებას კონკრეტულ ლოკაციაზე, როცა წინასწარგანზრახულია და არა სპონტანური, უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოს შსს-ს განცხადებით, უნდა მიუთითოს სად გაიმართება, რომელ ლოკაციაზე, ფორმალური გარემოებები უნდა იყოს მითითებული“.
„17 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირეით ბატონ მიხეილ ცაგარეიშვილის მხრიდან შევიდა 50-მდე განცხადება, თუმცა ეს არ ეხებოდა პარლამენტთან აქციას. მითითებული იყო მზიური, ვარკეთილი.... მითითებული იყო ლოკაციები, რომელიც არც კი იძებნებოდა... ფორმადაცულად არ იქნა მიჩნეული და არ გამოქვეყნებულა შსს-ს გვერდზე...პატრულმა მოუწოდა დაშლილიყვნენ, მოწოდებას დაშლაზე არ დამორჩილებიან. ქალბატონი ანი იდენტიფიცირებულია 9-ის 35 წუთზე“, - ამბობს თინათინ კაჭკაჭიშვილი.
მოსამართლე: პატრულის მოწოდება მოიცავდა ტერიტორიის დატოვების მოთხოვნას?
კაჭკაჭიშვილი: დიახ
მოსამართლე: ადვოკატმა რა განცხადებაც წარმოადგინა?
კაჭკაჭიშვილი: ამ განცხადებას არ ახლავს დასტური განცხადების მიღებასთან დაკავშირებით, ამ განცხადებას არ ვეთანხმებით და სადავოდ ვხდით...რაც შეეხება მიხეილ ცაგარეიშვილს...
ადვოკატი: სად გაქვთ წარმოდგენილი?
თეონა დემურხანაშვილი: აქ მაქვს თუ გინდათ მოგაწვდით
მოსამართლე: ბატონი მალხაზის შუამდგომლობს საფუძველზე დართულია კახა წიქარიშვილის 9 განცხადება, ამაზე ვისაუბროთ..
დემურხანაშვილი: უნდა იყოს განცხადების მიღების თარიღი და დრო, თუ მიმითითებთ სად არის მითითებული თარიღი და დრო...
ადვოკატი მალხაზ პატარაია: მესიჯები წარმოგიდგინეთ
დემურხანაშვილი: როგორ მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ახლა სასამართლო პროცესზე?
ადვოკატი: დაუკავშირდით და მოახდინეთ
დემურხანაშვილი: ასლზე უნდა მომხდარიყო ხელის მოწერა უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და ხელმოწერის დასმა.... დაუცველი იყო ყველა განცხადება... კანონმდებელმა განგვისაზღრა, რომ რაოდენობა უნდა იყოს დასახელებული და უნდა იყოს გონივრული, განცხადებაში წერია 300-დან 300 000-მდე, როგორ შეიძლება რეალური იყოს, როცა შეიკრიბა 50 ადამიანი?....
ფორუმი