13:57 - „გავალებთ მოიტანეთ ზედხედის კამერა 30-წუთიანი და მერე ვიმსჯელოთ იყო თუ არა ქალბატონი ელენე აქციაზე იმ დროს, როცა გააფრთხილეთ“, - განაცხადა მანუჩარ ცაცუამ და სხდომა გადადო.
იქამდე შსს-ს იურისტმა ბუბა ნაჭყებიამ თქვა, რომ ვინაიდან შსს-ს აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო, მათ ვერ განსაზღვრეს „აქციის მიმართულება, სვლა-გეზი და ადგილიც გამოყოფილი არ იყო“.
14:02 - ელენე ჯღარკავას სასამართლო 2026 წლის 12 იანვარს 12:00-ზე გაიმართება.
14:06 - ელენე ჯღარკავას სხდომის დასრულებისთანავე, დარბაზში აქტივისტი გიორგი ბულია გამოიძახეს. მასაც „ტროტუარის გადაკეტვას“ ედავებიან.
14:06 - სხდომა გაიხსნა, ამავე დარბაზში ჩატარდება დღეს დანიშნული სხვა სხდომებიც. სავარაუდოა, რომ ისინიც გადაიდება.
ფორუმი