🎅 თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე, დაახლოებით ორი კილომეტრის რადიუსში ერთმანეთისგან განსხვავებული ორი ამბავი ხდება - რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელია მოწყობილი, სადაც ხალხი ახალი წლის მოსვლას ზეიმობს. რუსთაველზე- პარლამენტის წინ, კი უკვე წელიწადზე მეტია საპროტესტო აქცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
🗣️ საპროტესტო აქციის მონაწილეები და საახალწლო სოფლის სტუმრები შაბათობით იკვეთებიან ხოლმე, როცა თბილისში საპროტესტი მარში იმართება, რომელიც ფილარმონიიდან იწყება, სოფელს ჩაუვლის და რუსთაველზე გრძელდება
🎁 ამ დროს მარში სულ რამდენიმე წუთით ჩერდება საახალწლო სოფლის წინ, რომლის მხოლოდ შესასვლელი თაღის მოწყობა დაუჯდა თბილისის მერიას 80 000 ლარი. ხოლო სულ საახალწლო ღონისძიებების ხარჯი თბილისში - 8 280 000 ლარია. მარშის დღეს საახალწლო სოფელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პოლიცია იცავს
📢 უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე თითქმის ოთხასი დღეა გრძელდება. უცვლელ მოთხოვნებს - აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ბოლო დროს დაემატა საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნა ამ კითხვაზე პასუხიც მისაღებად: სინამდვილეში რომელი ქიმიური ნივთიერება გაურია პოლიციამ წყლის ჭავლში შარშანდელი აქციების დაშლის დროს.
🎥 საახალწლო სოფელზე, სადაც ზეიმი 14 იანვრამდე გაგრძელდება და პროტესტზე, რომლის მონაწილეები წინააღმდეგობის შეწყვეტას არ აპირებენ - ამ ვიდეოში ამ ორ რეალობაზე გიყვებით.
ფორუმი