„ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - წერს ხარკოვის მერი ტელეგრამზე.
ხარკოვში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, რომელიც 2 იანვარს რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა, 4 იანვარს კიდევ ერთი ცხედრის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, განაცხადა ტერეხოვმა.
დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ორი დღით ადრე, მრავალსართულიან კორპუსზე რაკეტებით შეტევის შედეგად 30-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა. მათგან ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ბოლო 24 საათში 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა.
ფორუმი