Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ავტომობილის აფეთქება ტერორისტულ თავდასხმად შეფასდა


კიევში აფეთქებული მანქანა. 4 იანვარი, 2026 წელი
კიევში აფეთქებული მანქანა. 4 იანვარი, 2026 წელი

4 იანვარს კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

პროკურატურამ ინციდენტი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

კიევის ობოლონსკის რაიონში აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ავტომობილის საბარგული გახსნეს.

„აფეთქების შედეგად, ნამსხვრევებით დაიჭრა სამხედრო მოსამსახურე. მისი თანმხლები ქალი უვნებლად გადარჩა“, - განაცხადა პროკურატურამ.

დაზარალებულის ვინაობა ჯერ უცნობია.

კიევის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო ტერორისტული აქტის მუხლით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG