ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გადმოკვეთა ე.წ. საზღვარი - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების და ახალი წლის ღამით გათავისუფლების შემდეგ, ცხინვალიდან ის პირდაპირ თბილისში აღმოჩნდა - პირადი ნივთების გარეშე.
თბილისში ჩამოყვანის შემდეგ თამარ მეარაყიშვილის ჯერ მისთვის უცნობმა ადამიანებმა შეიფარეს, ახლა დროებით რუსთავში, დასთან რჩება. დროებითი საცხოვრებლის ქონა და უკან, სახლში დაბრუნებაზე ფიქრი ახლა მისი მთავარი საზრუნავია. დარწმუნებულია, რომ დაბრუნებას შეძლებს.
ბოლო წელია თამარ მეარაყიშვილი ახალგორიდან ცხინვალში გადავიდა და მეორადი ტანსაცმლის პატარა მაღაზია გახსნა. მას არც იქ შეუწყვეტია დე ფაქტო ხელისუფლების და დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის კრიტიკა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე საჯაროდ ლაპარაკი.
ბოლო სისხლისსამართლებრივ დევნასაც და იქ ყოფნის ცხრა წლის მანძილზე მის მიმართ აღძრულ სხვა საქმეებსაც, მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მისთვის გადაადგილების აკრძალვას, თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ახალგორში თავის საქმიანობას უკავშირებს.
ამ ინტერვიუში, რომელიც თამარისთვის უცხო ქალაქში, რუსთავში ჩავწერეთ, ის იხსენებს დაკავების ღამეს, გვიყვება ახალგორსა და ცხინვალში ცხოვრებასა და იქაურებთან ურთიერთობაზე, ოსების გამოხმაურებებზე, იმაზეც, თუ რატომ ირჩევდა მისთვის არც თუ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და რას გეგმავს ახლა აქ, მისთვის უცხო ქალაქში.
სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
ეპიზოდები
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი
-
დეკემბერი 01, 2025ტერორიზმში ბრალდებული ელისაშვილი
-
ნოემბერი 23, 2025რობი კუხიანიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ნოემბერი 12, 2025გაცოცხლებული ადამიანები თამარ მამალაძის უნიკალური ჩანაწერებიდან
ფორუმი