ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებში არ დევს კადრები, სადაც „პანორამულად გამოჩნდებოდა რა ხდებოდა პარლამენტის წინ“ და თუ მოტანილი არ აქვთ სურს „გამოთხოვაზე იშუამდგომლოს“.
სხვათაშორის, ანალოგიურ საქმეებზე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაავალა შსს-ს წარმოედგინა უფრო ხანგრძლივი და შორი კადრის ჩანაწერი. ზვიად ცეკვავას ეს ვიდეო არ მოუთხოვია და ახლო ხედვის კადრებით დაკმაყოფილდა.
შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ადვოკატს შუამდგომლობა აღარ სჭირდება, ვინაიდან თავად მოიტანა აღნიშნული კადრი [ნახევარსაათიანი შორი ხედვის, პანორამული ვიდეო]. ასევე ის მოითხოვს საქმეს დაერთოს ანი ახმეტელის ინტერვიუ მედიასთან, სადაც კაჭკაჭიშვილის თქმით, ის ამბობს, რომ „მიზანმიმართულად მივიდა აქციაზე, რადგან არ ეთანხმება კანონის შინაარს“.
ადვოკატი მალხაზ პატარაია ამბობს, რომ შუადგომლობა აქვს. მან წარუდგინა მოსამართლეს აქციის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობები და აცხადებს, რომ „ამ განცხადებებში შსს-ს უკვე გაკეთებული აქვს მითითება“.
მისი თქმით, 21 დეკემბრის შემდეგ 31-ის ჩათვლით იურისტმა კახა წიქარიშვილმა შეიტანა განცხადებები, წინა მიმართვებისგან განსხვავებით, შსს-მ გასცა პასუხი კახა წიქარიშვილს.
„თუ არსებობს რაიმე პრობლემა შსს პასუხობს, ამ შემთხვევაში პრობლემა არ იყო [გულისხმობს ანი ახმეტელის ქეისს] და ამიტომ მითითება არ გასცა“, - ამბობს ადვოკატი.
სხდომა გაიხსნა. მოსამართლე ზვიად ცეკვავაა.
შსს-ს იურისტი - თინათინ კაჭკაჭიშვილი
ადვოკატები: მალხაზ და გიორგი პატარაიები არიან.
ფორუმი