Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
24 წლის ანი ახმეტელი პირველი დემონსტრანტია, რომელიც ტროტუარზე პროტესტის გამო სასამართლოში დაიბარეს
24 წლის ანი ახმეტელი პირველი დემონსტრანტია, რომელიც ტროტუარზე პროტესტის გამო სასამართლოში დაიბარეს

ანი ახმეტელის პროცესი სასამართლოში - ლაივბლოგი

გრძელდება „ტროტუარზე პროტესტის საქმის“ განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შსს მოითხოვს სამართალდამრღვევად ცნონ ანი ახმეტელი, რომელიც 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე იდგა. მას 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება. პროცესს სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

14:42 9.1.2026

თინათინ კაჭკაჭიშვილის მსჯელობის თანახმად, მხოლოდ მიმართვა არ აძლევს უფლებას დემონსტრანტებს აქცია გამართონ. მისივე თქმით, ისინი უნდა დაელოდონ განცხადების საჯაროდ გამოქვეყნებას.

სხვა შემთხვევაში შეკრება არასანქცირებულიაო. ამას გარდა, მისივე მსჯელობით, თუ დემონსტრანტები სანქცირებულ შეკრებაზე იმ ტერიტორიას გაცდებიან, რაც განცხადებაში მითითებული, მაშინაც სამართალდამრღვევები არიან, მიუხედავად იმისა, აქცია არის თუ არა კანონიერი.

ადვოკატი ეკითხება: სად წერია აღნიშნული, რომელ მუხლში?

[თინათინ კაჭკაჭიშვილს არ უპასუხია.. ის გადაერთო ანი ახმეტელზე და მის განცხადებებზე. ადვოკატი მოუწოდებს კითხვას უპასუხოს - სად წერია, რომ მოქალაქეები შსს-ს მიერ ინფორმაციის საიტზე გამოქვეყნებას დაელოდონ.

„სანამ პასუხს არ მივიღებ, არავითარი უფლება არ მაქვს, ჰო?“, - აზუსტებს ადვოკატი.

„დიახ, დიახ“, - პასუხობს თინათინ კაჭკაჭიშვილი.

„სერიოზული განცხადებაა“, - ამბობს მალხაზ პატარაია.

14:42 9.1.2026

რატომ შენიშნა ირონიულად ადვოკატმა? რა ეშლება შსს-ს იურისტს? რატომ ახსენა 2002 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება?

გაფრთხილების კომპონენტი - გაფრთხილებები აქციის შესახებ იყო გაკეთებული მაგრამ შსს-ს პოზიციაა, რომ გაფრთხილების ფორმალური წესები არ იყო დაცული, ხარვეზიანად ჩაითვალა და თქვენ იქ დგომის უფლება არ გქონდათო.

ადვოკატების თქმით, - შსს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რატომ?

ჯერ კიდევ 2002 წლის ბოლომდე კანონში არსებობდა ჩანაწერი, რომ მუნიციპალიტეტს შეეძლო არ მიეღო განცხადება თუ ფორმალური წესები არ იყო დაცული, საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წელს გააუქმა ეს ჩანაწერი და თქვა, რომ გაფრთხილება არის ცალმხრივი აქტი, არ სჭირდება დასტური, რომ ნებართვა მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან.

გამოდის, რომ შსს-ს იურისტის მსჯელობა და პრაქტიკა, რომლის დანერგვაც სურთ, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაა.

14:46 9.1.2026

სხდომა 13 იანვარს, 16 საათზე გადაიდო. მომდევნო სხდომაზე შსს-მ კიდევ ერთი ვიდეო უნდა მოიტანოს, რომელიც პარლამენტის რაკურსიდანაა გადაღებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG