Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კრასნოდარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

ხანძარი ნავსადგურ "კავკაზში" (არქივი)
ხანძარი ნავსადგურ "კავკაზში" (არქივი)

უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებიან, რომ რუსეთის სამხრეთში, კრასნოდარის რეგიონში, აფიკსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავსადგურ "კავკაზს" დაარტყეს.

ნავსადგური რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამგზავრო პორტია, ის მდებარეობს ქერჩის სრუტეში, რომელიც შავსა და აზოვის ზღვებს აკავშირებს ერთმანეთთან.
კიევის გენერალურმა შტაბმა განცხადებაში დააზუსტა, რომ დარტყმებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია და პორტი დააზიანა.

კრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები რეგულარულად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის საცავებს და პორტების ტერმინალებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG