Reuters-ი იმოწმებს წარმომადგენლის სიტყვებს, რომ ამჟამად მიწოდებაზე გავლენას არ ახდენს სპარსეთის ყურის რეგიონში განვითარებული მოვლენები და ის გეგმის მიხედვით დაიწყო.
„დღევანდელი პერსპექტივიდან გამომდინარე, სამომავლო მიწოდებასთან დაკავშირებით არანაირი საშიშროება არ არსებობს“, - დასძინა კომპანიის წარმომადგენელმა.
სავაჭრო ხელშეკრულება Oman LNG-მ გერმანულ კომპანია Secure Energy for Europe (Sefe)-სთან 2024 წლის მარტში გააფორმა.
შეთანხმება მოჰყვა წინა ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც Oman LNG-მ 2026 წლიდან Sefe-სთვის წელიწადში 0.4 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრულება დადო.
მიწოდების დაწყების შესახებ პირველად გერმანიის ბიზნეს ჟურნალმა, Capital-მა გაავრცელა ინფორმაცია.
ირანში ომის გამო, როცა აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის მასირებულ დაბომბვის საპასუხოდ ირანმა ჰორმუზის სრუტე - საწვავის ტრანსპორტის მნიშვნელოვანი გასავლელი- ჩაკეტა, მსოფლიოში საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა.
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 2026 წლის 28 თებერვლიდან ევროკავშირში საწვავის იმპორტის ხარჯები 14 მილიარდი ევროთი გაიზარდა.
გაზი დაახლოებით 70%-ით გაძვირდა, ხოლო ნავთობი - 60%-ით.
ეს მონაცემები ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში დან იორგენსენმა 31 მარტს მოიყვანა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე.
ფორუმი