Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

18:13 11.4.2026

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 აპრილს სამხრეთ ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო დახმარების სამი თანამშრომელი დაიღუპა, სახელმწიფო მედია კი ათზე მეტ ლოკაციაზე ჩატარებული რეიდების შესახებ იუწყება.

18:12 11.4.2026

ირანის მაღალი რანგის წყაროს ნათქვამს იმოწმებს სააგენტო Reuters-ი, რომ აშშ დათანხმდა კატარსა და სხვა უცხოურ ბანკებში შენახული ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას.

სააგენტოს თანახმად, წყარო მიესალმა ამ ნაბიჯს, როგორც ვაშინგტონთან ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევის „სერიოზულობის“ ნიშანს.

18:11 11.4.2026

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე. ირანი თავისი დაბლოკილი აქტივების განთავისუფლებას ითხოვს მოლაპარაკებების დაწყებამდე.

აშშ-ის დელეგაციას ვიცეპრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ხელმძღვანელობს და მასში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი შედიან. მას პაკისტანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრი იშაკ დარი, აშშ-ის წარმომადგენლები დახვდნენ.

18:10 11.4.2026

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა, განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს: ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა და ირანის გაყინული აქტივების განთავისუფლება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG