Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან კიდევ ექვსი უკრაინელი ბავშვი დაუბრუნდება ოჯახებს - აცხადებს აშშ

უკრაინელი ბავშვების დაბრუნება ოკუპაციიდან და რუსეთიდან. 13 თებერვალი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)
უკრაინელი ბავშვების დაბრუნება ოკუპაციიდან და რუსეთიდან. 13 თებერვალი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

თეთრი სახლის განცხადებით, 2 აპრილს რუსეთიდან უკრაინაში ოჯახებს დაუბრუნდება ექვსი უკრაინელი ბავშვი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყო აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მოქმედებამ.

ამ თვის ბოლოს ოჯახს დაუბრუნდება მეშვიდე უკრაინელი ბავშვიც — ნათქვამია პირველი ლედის ოფისის განცხადებაში.

უკრაინის მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასი ბავშვი გადაიყვანეს უკანონოდ რუსეთსა და ბელარუსში, სადაც მათ ზოგჯერ სამხედრო მომზადებას უტარებენ და აიძულებენ, საკუთარი ქვეყნის ჯარის წინააღმდეგ იბრძოლონ.

აგვისტოში მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისწერა ომის გამო ოჯახებს მოწყვეტილი უკრაინელი ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე.

თეთრი სახლის განცხადებით, ეს იყო მეოთხე შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პირველმა ლედიმ ბავშვების ოჯახებში დაბრუნება დააჩქარა.

გაეროს გამოძიებამ გასულ თვეს დაადგინა, რომ 2022 წელს მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო გასცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და კიდევ ხუთი რუსის დაკავების ორდერები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG