ამის შესახებ იტყობინება The New York Times თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით. ინფორმაცია ასევე Daily Mail-მა გაავრცელა.
მედიის ცნობით, ტრამპმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბონდის აცნობა 1 აპრილს საღამოს, ირანთან ომის შესახებ ერისადმი მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე. ბონდიმ თანამდებობაზე მეტი ხნით დარჩენა მოითხოვა, თუმცა, როგორც იტყობინებიან, მისმა არგუმენტებმა პრეზიდენტის პოზიციაზე გავლენა ვერ მოახდინა.
მანამდე ტრამპმა დაადასტურა ბონდის გათავისუფლება და განაცხადა, რომ ის კერძო სექტორში გადავა. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ბონდის მოადგილე ტოდ ბლანში.
The New York Times-ის ცნობით, გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი იყო პრეზიდენტის უკმაყოფილება იმით, თუ როგორ უძღვებოდა იუსტიციის სამინისტრო ბონდის ხელმძღვანელობით ფინანსისტ ჯეფრი ეპსტინის საქმეს.
The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ უწებამ პასუხისგებაში არ მისცა ტრამპის რამდენიმე პოლიტიკური ოპონენტი, რომლებმაც, როგორც პრეზიდენტი მიიჩნევს, კანონი დაარღვიეს.
ბონდის 2025 წლის 5 თებერვლიდან ეკავა აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობა. მანამდე ის ფლორიდის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იყო და შედიოდა ტრამპის ადვოკატთა გუნდში მისი პირველი იმპიჩმენტის დროს.
გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ტოდ ბლანში ტრამპის იურიდიულ გუნდს ხელმძღვანელობდა 2023-2024 წლებში, მსახიობ სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდასთან დაკავშირებულ საქმეზე. სტორმი დენიელსი ამტკიცებდა, რომ მას და ტრამპს 2006 წელს რომანი ჰქონდათ და რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა, სავარაუდოდ, დუმილისთვის გადაუხადა მას ფული. თავად ტრამპმა ეს უარყო. ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო, მაგრამ უპირობოდ გათავისუფლების განაჩენი გამოუტანა.
ფორუმი