Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრამატორსკზე რუსეთის ჯარების დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კრამატორსკი რუსეთის ჯარების შეტევის შემდეგ. 1 აპრილი, 2026.
კრამატორსკი რუსეთის ჯარების შეტევის შემდეგ. 1 აპრილი, 2026.

3 აპრილს, საღამოს, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვადიმ ფილაშკინის თქმით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი 16 წლის იყო. მისი თქმით, ქალაქში ოთხი მართვადი ბომბი ჩამოაგდეს.

მანამდე მან განაცხადა, რომ შუადღისას რუსეთის ჯარებმა ჩამოაგდეს ბომბები, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

კრამატორსკი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრზე მდებარეობს. ქალაქი რეგულარულად იბომბება და საჰაერო დარტყმებს განიცდის. კრამატორსკი დონეცკის ოლქში ყველაზე დიდი დასახლებაა, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG