Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: აფგან სადიგოვი დაკავებულია სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე

აფგან სადიგოვი აქციაზე თბილისში
აფგან სადიგოვი აქციაზე თბილისში

მოკლედ

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დაკავებულია სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით.
  • ეს არის 173-ე მუხლი, რომელიც ისჯება ფულადი ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით.
  • შსს-ს განცხადებაში არ არის განმარტებული როდის და რა ფორმით მოხდა პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი, ნათქვამია მხოლოდ ის, რომ სადიგოვი დაკავებულია "სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით."
  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების შესახებ ცნობები 4 აპრილის ღამეს ცოლმა და ადვოკატმა გაავრცელეს. ცოლის თქმით, სადიგოვი დაკავებისას სცემეს, შსს ცემის ფაქტს უარყოფს.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა" - წერია შსს-ს განცხადებაში.

აფგან სადიგოვი ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილეა, ის 2025 წელს ორჯერ იყო დაკავებული აქციებზე გზის გადაკეტვის საბაბით.

ის ასევე დაკავებული იყო 2024 წლის გაზაფხულზე - წინასაექსტრადიციო პატიმრობას და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG