Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის ხევთან, 10 მეტრის რადიუსში ყველა შენობას დაანგრევენ - მერი

სტიქია თელავში. 2026 წლის 12 ივლისი
სტიქია თელავში. 2026 წლის 12 ივლისი

თელავის მერი ვაჟა მაღრაძე ამბობს, რომ ქალაქის ხევთან, 10 მეტრის რადიუსში ყველა შენობას დაანგრევენ. მისი თქმით, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ სტიქიამ შენობებს „ძირი“ გამოაცალა.

„არის შენობები, სადაც დაწყებულია სერიოზული რღვევა და ეს ვიზუალურადაც ჩანს. სწორედ ამიტომ ამ დრომდე გადაკეტილია ეს ქუჩა. არის შენობები, რომელსაც ასევე ვიზუალურად არ ემჩნევა რღვევა, მაგრამ ნებისმიერ დროს შესაძლოა დაიწყოს..." - ამბობს ის.

მანვე აღნიშნა, რომ ყველა ამ შენობის მფლობელს შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართს ან კომპენსაციას.

სტიქია თელავში

2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე "თელავის ხევმა" კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57,3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40,1 მმ.

  • მოვარდნილმა ღვარცოფმა - რომელსაც ქვა-ღორღი მოჰყვა, - მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი.
  • სერიოზულად დაზიანდა ორი ქუჩა - კავკასიონისა და ალაზნის გამზირები.
  • გამოცხადდა ევაკუაცია. მსხვერპლი არ არის, თუმცა ზარალი დიდია.
  • დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები, კლინიკა და მაღაზიები. განადგურებულია მათი ქონება.
  • დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები.
  • ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუწყდა.
  • „სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბისაა“, - განაცხადა მაშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG