Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი უკრაინას ორ მილიონ ევროს გამოუყოფს ენერგეტიკის დასახმარებლად

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

სერბეთი უკრაინას ორ მილიონ ევროს გამოუყოფს ენერგეტიკის დასახმარებლად - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა ბელგრადში 8 აგვისტოს სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, ჯურო მაცუტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

გარდა ამისა, სერბეთი აპირებს მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ერთ-ერთი დანგრეული ქალაქის აღდგენაში. ბელგრადი, ამავდროულად, ხელს შეუწყობს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესს.

ზელენსკიმ და მაცუტმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები - კერძოდ, უკრაინიდან დასავლეთ ევროპაში დუნაის დერეფნის განვითარება და ლოგისტიკური კავშირების შეცვლა უკრაინას, დასავლეთ ბალკანეთისა და ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის.

ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია სერბეთში, მან შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთანაც. სერბეთი არის იმ იშვიათ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც რუსეთთან ახლო კავშირს ინარჩუნებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG