Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს

„კასპიის მილსადენების კონსორციუმის” აქციონერები რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron.
„კასპიის მილსადენების კონსორციუმის” აქციონერები რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron.

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მილსადენებს და კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთი“.

  • ალტერნატიული მარშრუტების განხილვა გამოწვეულია „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ობიექტების მუშაობის შეფერხებით. საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის რაიონში მდებარე ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს.
  • „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” აქციონერები რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron.
  • კონსორციუმის მილსადენებით ძირითადად, დასავლეთ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.

2026 წლის ივლისში ყაზახეთმა საექსპორტო ნაკადები გადაანაწილა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მიწოდება გაიზარდა ატირაუ-სამარის მიმართულებით და ჩინეთში.




ფორუმი

XS
SM
MD
LG