Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააკავეს კომპანია „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები

კომპანია „გაზპრომ-სომხეთის“ მთავარი ოფისი ერევანში
კომპანია „გაზპრომ-სომხეთის“ მთავარი ოფისი ერევანში

სომხეთში სამართალდამცავებმა დააკავეს კომპანია „გაზპრომ-სომხეთის“ ოთხი თანამშრომელი და ქალაქთმშენებლობის, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირი. მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე მექრთამეობას ეხება.

რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ანტიკორუფციულ კომიტეტში განუცხადეს, რომ საქმე ეხება ახალაშენებული სახლების გაზით მომარაგების პროცესში დარღვევების იგნორირების შემთხვევებს და ქრთამის სანაცვლოდ დადებითი დასკვნების გაცემას.

საქმის დეტალებს კომიტეტი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

ოთხ დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ზომად შეუფარდა პატიმრობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ერთს - შინაპატიმრობა.

  • „გაზპრომ-სომხეთი“ რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც სომხეთის შიდა ბაზარზე ბუნებრივი გაზის მიწოდებას და რეალიზაციას უზრუნველყოფს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG