აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, - რომელიც წინა დღეებში შეურაცხყოფასა და ძალადობაზე საუბრობდა, - პოლიციამ 17 აგვისტოს, დილით დააკავა, როცა მას მოწმის სახით ჰკითხავდნენ.
მას ედავებოდნენ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას.
იგი 17 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ კი 18 აგვისტოს მას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„მინიმალური ჯარიმა შეგიფარდეთ“ - გამოცემა „აჭარა თაიმსის“ ცნობით, უთხრა მოსამართლემ ტელეწამყვანს.
- 16 აგვისტოს გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ დაესხნენ თავს;
- უფრო ადრე, ფარტენაძემ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ბათუმში თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, აგრეთვე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
- პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დააკავა, ხოლო სასამართლომ ისინი 7-7-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ფორუმი