Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კანონმდებლების განცხადებით, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრად ხმარას კანდიდატურა დაასახელა

ევჰენ ხმარა
ევჰენ ხმარა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად დაასახელა ევჰენ ხმარა - აცხადებენ უკრაინის პარლამენტის წევრები. ხმარა უკვე ასრულებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობას, მას მერე, რაც ზელენსკიმ ივლისში მოულოდნელად გაათავისუფლა მისი წინამორბედი, მიხაილო ფედოროვი - რასაც საპროტესტი აქციები მოჰყვა. ხმარა უწინ უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ზელენსკიმ ასევე გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი და მის ნაცვლად დანიშნა მიხაილო დრაპატი.

გავრცელებული ცნობებით, პარლამენტში კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება. ხმარას კანდიდატურის გარდა, დეპუტატები კენჭს უყრიან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანდრი სიბიჰას ხელახალ დამტკიცებასაც. კენჭისყრის საჭიროება განაპირობა მთავრობის გადადგომამ - რაც, თავის მხრივ, ზელენსკიმ გამოიწვია, როცა 12 ივლისს გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო. ეს უკანასკნელი სერჰი კორეცკიმ შეცვალა.

სამთავრობო ცვლილებების ფონია უკრაინის ძალისხმევა თავი დაიცვას რუსეთის თავდასხმებისგან, საჰაერო თავდაცვის რაკეტების სიმწირის პირობებში. ეს სირთულე ნაწილობრივ გამოიწვია ამერიკული წარმოების Patriot-ის ტიპის სისტემების აღჭურვილობის მიწოდების შემცირებამ, მას მერე, რაც თებერვალში დაუწყო ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG