სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ლიდერები ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 24 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში, რომელიც პირველად გაიმართება კიევში.
ამასთანავე, კიევში მოსალოდნელია უცხო ქვეყნების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტიც. შეხვედრა უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
23 აგვისტოს უკრაინაში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება, საზღვარგარეთელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მიიღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, კერძოდ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ და ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა.
„მსურველთა კოალიციის“ 24 აგვისტოს შეხვედრა დისტანციურად გაიმართება. ბოლო ცნობებით, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების ჩამოსვლა მოსალოდნელი არ არის, თუმცა მთლიანობაში იმ პირთა შემადგენლობა, რომლებიც კიევში ჩავლენ, საჯაროდ არ გამოცხადებულა.
კიევში ასევე ჩავიდნენ აშშ-ის სენატორები რიჩარდ ბლუმენტალი და ჯეიმს ლენკფორდი. მათთან შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ფორუმი