Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი იუწყება, რომ გაცვლის შედეგად 10 მეომარი დაბრუნდა უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ქვეყანაში დაბრუნდა 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მანამდე რუსეთის ტყვეობაში იყვნენ.

ზელენსკის თქმით, ეს მოხდა "გაცვლის საგანგებო ეტაპის" ფარგლებში, რომელიც ბელარუსის ტერიტორიის მეშვეობით იყო ორგანიზებული.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ათივე მეომარი უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული, ისინი დონეცკის მიმართულებით იბრძოდნენ.

რუსეთის მხარეს გაცვლაზე ჯერჯერობით ცნობა არ გაუვრცელებია. გაცვლის ამ ტიპის ოპერაციები, როგორც წეს,ი ხორციელდება პარიტეტულ საწყისზე. გაცვლის წინა ოპერაცია, ფორმულით "103-103-ზე" 19 აგვისტოს იყო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG