Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დრონებით მიიტანა იერიში რუსეთის რამდენიმე რეგიონზე

საილუსტრაციო ფოტო: მეხანძრეები ცეცხს აქრობენ
საილუსტრაციო ფოტო: მეხანძრეები ცეცხს აქრობენ

25-26 აგვისტოს ღამით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში.

ლიპეცკის ოლქში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა კერძო საცხოვრებელ სახლში. ლიპეცკის ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვის ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი: მამაკაცი და 14 წლის მოზარდი. დაშავდა ორი ქალი.

თავდასხმა განხორციელდა ტამბოვის ოლქზეც. რეგიონის ხელმძღვანელის, ევგენი პერვიშოვის თქმით, დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა Wildberries-ის საწყობში. დაშავდა ორი ადამიანი: 19 წლის ახალგაზრდამ ტვინის შერყევა მიიღო, ხოლო 49 წლის ქალს თითის მოტეხილობა აქვს. თავად საწყობი სრულიად განადგურებულია.

გარდა ამისა, დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ მებაღეობის არაკომერციულ ამხანაგობაში. პერვიშოვის თქმით, რეგიონის თავზე სულ 16 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.

ტამბოვის ოლქში მდებარე Wildberries-ის საწყობი უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე მანამდეც გახდა – 17-18 ივლისის ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, ხოლო კიდევ 25 დაშავდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG