მასში შემავალ სამხედრო მოსამსახურეებს უკრაინა ომის დამნაშავეებად მიიჩნევს. ამის შესახებ წერენ გამოცემები "Агентство" და 78.ru.
უკრაინული ტელეგრამის არხი Supernova+ წყაროს დაუსახელებლად წერს, რომ დაღუპულია სერგეი სეჩკოვი. მამამისმა გამოცემა "აგენსტვოს" ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ მისი შვილი "ააფეთქეს".
"აგენსტვოს" მიხედვით, დაღუპული 43 წლის იყო, წარმოშობით რიაზანიდან.
სეჩკოვზე ინფორმაცია იძებნება უკრაინული პროექტის "მშვიდობისმყოფელის" ვებსაიტზეც, სადაც ნათქვამია, რომ მას მაიორის წოდება ჰქონდა.
როგორც 78 .ru წერდა, სეჩკოვი ზემდგომებს ატყობინებდა, რომ "სალიკვიდაციო სიაში იმყოფებოდა". ამ ინფორმაციის წყარო უცნობია.
გამოცემა "ფონტანკა" თავის წყაროებზე დაყრდნობით 28 აგვისტოს წერს, რომ სამხედრო მოსამსახურეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ქვეშ, რუსეთის მკვიდრმა 24 წლის გოგომ დაუდო, რომელიც თითქოს მესინჯერით გადაიბირეს უკრაინული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა.
ირწმუნებიან, რომ თითქოს მას ბომბის დადების შემდეგ რუსეთის დატოვება და უკრაინაში წასვლა შესთავაზეს და რომ ის აფეთქებამდე ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში სხვა ქალაქიდან. 27 აგვისტოს დილით კი თურქეთში გაფრინდა. მისი ვინაობის დადგენის შემდეგ რუსეთის ФСБ-ს (რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური) თანამშრომლებს თურქეთი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ეჭვმიტანილი უკვე კიშინიოვში გაფრინდა, საიდანაც სავარაუდოდ, უკრაინაში ჩავა, - ირწმუნება "ფონტანკა".
ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, ასევე კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის ხელისუფლებას.
ხუთშაბათს, დილით სანქტ-პეტერბურგის სამხრეთით აფეთქება მოხდა. სამხედრო მოსამსახურის მიერ მართული ავტომობილი მოძრაობის დაწყების შემდეგ აფეთქდა. ავტომობილში სამხედროს მეუღლეც იმყოფებოდა; ის მძიმედ დაშავდა, მაგრამ გადარჩა.
რუსეთის ხელისუფლება უკრაინის სადაზვერვო სამსახურებს მსგავსი მკვლელობის რამდენიმე მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, მათ შორის მაღალი თანამდებობის რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.
ფორუმი