Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა თავისუფალი ხელოვნებისა და მეცნიერებების ფაკულტეტი

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა
რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა თავისუფალი ხელოვნებისა და მეცნიერებების ფაკულტეტი (Faculty of Liberal Arts and Sciences, FLAS) - მონტენეგროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც რუსეთიდან იძულებით წასულმა მეცნიერებმა და უნივერსიტეტების ლექტორებმა შექმნეს.

FLAS სპეციალიზებულია საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლებაზე. მის დამფუძნებლებსა და თანამშრომლებს შორის არიან მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის, მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის, რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის, ევროპის უნივერსიტეტისა და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სმოლნის ინსტიტუტის ყოფილი ლექტორები.

FLAS-ში ლექციებს კითხულობენ ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები, მათ შორის ვიქტორ ვახშტაინი, ქსენია ლუჩენკო და იან ლევჩენკო.

  • რუსეთის ე.წ. „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში შეტანილია „რადიო თავისუფლებაც“, ასევე ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიცაა სტენფორდისა და იელის უნივერსიტეტები და კალიფორნიის უნივერსიტეტი. „არასასურველად“ არის გამოცხადებული არაერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციაც. მთლიანობაში რეესტრში 200-ზე მეტი ორგანიზაციაა.
  • რუსეთში ე.წ. „არასასურველი“ უცხოური ან საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასჯელი შეიძლება იყოს 500 ათას რუბლამდე ჯარიმა ან ოთხ წლამდე იძულებითი სამუშაო.



ფორუმი

XS
SM
MD
LG