ირანის არმიის პრესსამსახურის განცხადების თანახმად, თავდასხმა იყო პასუხი, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მამაც მოწამეებსა და ირანის უდანაშაულო მოსახლეობისთვის ლარაქის კუნძულზე“ განხორციელებული თავდასხმისთვის.
მათი განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა ამერიკულ პოზიციებზე ალ-მინჰადის ბაზაზე “ათეულობით მოიერიშე დრონის მეშვეობით”.
საპასუხოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების თავზე ირანიდან მომდინარე დრონი გადაიჭირეს. სამინისტროს დამატებითი დეტალები არ გაუმხელია.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ცნობა იორდანიაზე თავდასხმის შესახებ. განცხადების თანახმად, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე.
მანამდე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა “ალ-ჯაზირას” განუცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ორი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა დაბომბეს.
ოფიციალური პირის თქმით, გამშვები მოწყობილობას ჰორმუზის სრუტის მიმართულებით საზღვაო ნაღმების გადამტანი რაკეტების გასაშვებად ამზადებდნენ. მათი ცნობით, აშშ-ის ძალები ყურადღებით აკვირდებიან ტერიტორიას და მზადყოფნაში არიან, რათა დაიცვან
გემების გადაადგილება სტრატეგიულ საზღვაო გზაზე.
კუნძული ლარაქი ჰორმუზის სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილას მდებარეობს.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაადასტურა კუნძულ ლარაქზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი. მისი განცხადებით, იერიშის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.
ორ მხარეს შორის საომარი მოქმედება თითქმის ერთი თვის განმავალობაში შეჩერებული იყო.
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი თებერვლის ბოლოს დაიწყეს. აპრილის თვეში მიაღწიეს ზავს, შემდეგ კი ერთობლივი მემორანდუმს.
მას მერე, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებს ცეცხლი გაუხსნა, საომარი მოქმედება განახლდა. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკება შეწყვეტილია.
ჰორმუზის სრუტეზე მოდიოდა მსოფლიო ბაზარზე გატანილი საწვავის მეხუთედი.
ომის დაწყების შემდეგ ირანის მიერ სრუტის დაკეტვას მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი და საწვავის მკვეთრი გაძვირება.
ფორუმი