ოფიციალური პირის თქმით, გამშვები მოწყობილობას ჰორმუზის სრუტის მიმართულებით საზღვაო ნაღმების გადამტანი რაკეტების გასაშვებად ამზადებდნენ. მათი ცნობით, აშშ-ის ძალები ყურადღებით აკვირდებიან ტერიტორიას და მზადყოფნაში არიან, რათა დაიცვან
გემების გადაადგილება სტრატეგიულ საზღვაო გზაზე.
კუნძული ლარაქი ჰორმუზის სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილას მდებარეობს.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაადასტურა კუნძულ ლარაქზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი. მისი განცხადებით, იერიშის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.
IRGC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი აუცილებლად უპასუხებს ამ თავდასხმას.
ორ მხარეს შორის საომარი მოქმედება თითქმის ერთი თვის განმავალობაში შეჩერებული იყო.
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი თებერვლის ბოლოს დაიწყეს. აპრილის თვეში მიაღწიეს ზავს, შემდეგ კი ერთობლივი მემორანდუმს.
მას მერე, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებს ცეცხლი დაუშინა, საომარი მოქმედება განახლდა. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკება შეწყვეტილია.
ჰორმუზის სრუტეზე მოდიოდა მსოფლიო ბაზარზე გატანილი საწვავის მეხუთედი.
ომის დაწყების შემდეგ ირანის მიერ სრუტის დაკეტვას მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი და საწვავის მკვეთრი გაძვირება.
ფორუმი