Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმია აცხადებს, რომ ირანის სამხრეთის კუნძულზე იერიში მიიტანა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეზღვაურები ავიამზიდ USS George Washington-ის საფრენ გემბანზე, როდესაც ის არაბეთის ზღვაში გადაადგილდება ირანთან ომში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად, 2026 წლის 20 აგვისტო
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეზღვაურები ავიამზიდ USS George Washington-ის საფრენ გემბანზე, როდესაც ის არაბეთის ზღვაში გადაადგილდება ირანთან ომში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად, 2026 წლის 20 აგვისტო

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ 1 სექტემბერს, გრინვიჩის დროით 16:00 საათზე, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამიზნეებზე იერიშების განხორციელება დაიწყო.

აშშ-ის სამხედროების თანახმად, „დარტყმები მოჰყვა IRGC-ის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმის მცდელობებს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობაზე და რეგიონში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე.“

ეს ინფორმაცია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა X-ის მეშვეობით.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი ამ სრულად გამართლებული თავდასხმის გამო შურს იძიებს, მათ კიდევ უფრო ძლიერ და მაღალ დონეზე დავარტყამთ.


TASNIM-ის სააგენტო ირანელ მაღალი რანგის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი აშშ-ის თავდასხმებს „რამდენჯერმე უფრო დიდი“ დარტყმით უპასუხებს. მისი თქმით, ირანის სამიზნე რეგიონში არსებული აშშ-ის ბაზები და ობიექტები იქნება.

აშშ-ის სამხედრო უწყებას უშუალოდ არ გაუვრცელებია დეტალები იმ სამიზნეების ან ოპერაციის მასშტაბების შესახებ, რომლებზეც იერიში მიიტანეს.

CENTCOM-ის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა საპორტო ქალაქებში — ბანდარ-აბასსა და სირიქში, ასევე კუნძულ ყეშმზე.


აშშ ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებულ ირანულ სამიზნეებზე თავდასხმების შესახებ იტყობინება ასევე AXIOS-ის რეპორტიორი.


ერთი დღით ადრე აშშ-მა ირანის კუნძულ ლარაქს დაარტყა, სადაც მდებარეობს ასევე რაკეტის გამშვები დანადგარები, რასაც ირანმა საპასუხო იერიშით უპასუხა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რეგიონში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG