„დარტყმები მოჰყვა IRGC-ის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმის მცდელობებს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობაზე და რეგიონში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე.“
ეს ინფორმაცია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა X-ის მეშვეობით.
ირანის ტელევიზიის ცნობით, აშშ-მა დაბომბა ირანის სამხრეთის ქალაქ ჯიროფთის აეროპორტი, რომელიც სანაპირო ზოლიდან, ნავსადგურ ბანდარ აბასიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს.
CENTCOM-ის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა საპორტო ქალაქებში — ბანდარ-აბასსა და სირიქში, ასევე კუნძულ ყეშმზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ირანს მრავალი შანსი მისცა.
„ვფიქრობ, მათთან შეთანხმება იმ ქაღალდის ფასადაც კი არ ღირს, რომელზეც ის არის დაწერილი. ჩვენ მათ მრავალი შანსი მივეცით“, — მოჰყავს Fox News-ს ტრამპის სიტყვები.
ტრამპმა თქვა ასევე 1 სექტემბერს, რომ თუ ირანი ამ სრულად გამართლებული თავდასხმის გამო შურს იძიებს, მათ კიდევ უფრო ძლიერ და მაღალ დონეზე დავარტყამთ.
31 აგვისტოს აშშ-მა ირანის კუნძულ ლარაქს დაარტყა, სადაც მდებარეობს ასევე რაკეტის გამშვები დანადგარები, რასაც ირანმა საპასუხო იერიშით უპასუხა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რეგიონში.
ფორუმი