„მათ ავუხსენით, რომ პროექტი უკვე მზადდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება გამზადებული დასრულებული პროექტი. უკვე გაზაფხულზე ჩვენ შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას, სამუშაოებიც, სავარაუდოდ, გაზაფხულის მიწურულს დაიწყება“, - ამბობს სოხაძე.
თბილისის 166-ე სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები 28 სექტემბერს სკოლასთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვდნენ, გადაიხედოს სკოლის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და დემონტაჟის ნაცვლად შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
166-ე სკოლა 2023 წლის აპრილში დაზიანდა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს - შენობის კედელს ბზარი გაუჩნდა, ამის გამო გადაწყდა სკოლის დემონტაჟი.
166-ე სკოლის შემთხვევა ერთადერთი არ არის - სულ მცირე, 14 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა დაიწყო, თუმცა ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დაიკეტა.
ასე მოხდა 21-ე საჯარო სკოლაშიც - 15 სექტემბერს სწავლა იქაც განახლდა, თუმცა 17 სექტემბერს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან დირექტორს აცნობეს, რომ მომზადდა დასკვნა შენობის დემონტაჟის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი მოჰყვა.
განათლების სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის ავტორს მიმართა დამაზუსტებელი კითხვებით. პასუხების მიღების შემდეგ კი სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და გამოაცხადა, რომ 21-ე სკოლა თავის შენობაში დაასრულებდა სასწავლო წელს.
ფორუმი