პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ბავშვებს TikTok-ის ყალბი ანგარიშებისა და WhatsApp-ის საშუალებით დაუკავშირდა. მათი ნდობის მოპოვების შემდეგ მათთან სექსუალური შინაარსის მიმოწერა დაიწყო.
გამოძიების თანახმად, კაცი ბავშვებს ემუქრებოდა, რომ მათ შესახებ „სახელის გამტეხ ინფორმაციას“ გაავრცელებდა და ამ გზით აიძულებდა ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნას. ერთ-ერთ ბავშვს ის თავადაც უგზავნიდა სექსუალური შინაარსის ვიდეოებს.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთი ბავშვის ინტიმური ფოტოები მის დედას გაუგზავნა.
კაცს ბრალი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, 14 წლამდე პირის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და არასრულწლოვანის სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების მუხლებით დაუსწრებლად წარუდგინეს. დანაშაულები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც იძებნება და მას დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა. პროკურატურის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, კიდევ რომელ საქმეზეა ის ბრალდებული.
პროკურატურამ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით მიმართა.
ფორუმი