ლიეტუვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მახლობლად უძრავი ქონების ფლობა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება მემკვიდრეობითაა მიღებული.
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მთავრობას იმედი აქვს, რომ აკრძალვა მნიშვნელოვნად შეამცირებს სადაზვერვო საქმიანობას და ჰიბრიდულ ოპერაციებს, მათ შორის სამხედრო წვრთნებზე ან ჯარების გადაადგილებაზე დაკვირვებას.
- ლიეტუვის ცენტრალური რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მაისის მდგომარეობით, ლიეტუვაში უძრავი ქონება, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მახლობლად, შეძენილი აქვს რუსეთის 5104 და ბელარუსის 2781 მოქალაქეს, რომლებსაც ბინადრობის უფლება აქვთ.
თუ ლიეტუვის მთავრობის მიერ 30 სექტემბერს მხარდაჭერილ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, აკრძალვა 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა ეკრძალებათ ლატვიასა და ფინეთშიც. ანალოგიური კანონის მიღებას ესტონეთიც გეგმავს.
ფორუმი