Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ივანიშვილის პრემიერი“ - ამ და სხვა ტერმინებისთვის „ფორმულა“ 10 ათასით დააჯარიმეს

ტელეკომპანია „ფორმულა“ ამავე მიზეზით რამდენჯერმე დაასანქცირეს.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ამავე მიზეზით რამდენჯერმე დაასანქცირეს.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანია „ფორმულა“ კომუნიკაციების კომისიამ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომისიამ მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს „მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნები“.

„მაუწყებელი სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“, - აცნობა მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ქორიძემ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, გოგა გულორდავას.

კომისიის თანამშრომლებმა შეისწავლეს 14-16 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებები.

„სახეზეა მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ მსგავსი მიზეზით დაასანქცირა:

2025 წლის თებერვალში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მაუწყებლების ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით ეთიკური დილემების განხილვა თვითრეგულირების ნაცვლად კომუნიკაციების კომისიას დაევალა. კანონი გასული წლის 1 აპრილს ამოქმედდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება:

  • აიკრძალა ტელემაუწყებლებისთვის გრანტის მიღება;
  • სხვა მედიასაშუალებების ან არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში გრანტის მისაღებად აუცილებელი გახდა მთავრობის თანხმობა;
  • გამკაცრდა რეგულაცია აქციების გამართვაზე.

ამ რეგულაციის დარღვევისთვის დასანქცირდნენ სხვა ტელეარხებიც. მათ შორის: „რუსთავი 2“, „TV პირველი“, „პოსტივი“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG