ჟურნალისტები ეყრდნობიან გერმანიის, ლიეტუვისა და პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების დოკუმენტებს, ასევე დასავლეთის სპეცსამსახურების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაცემებს.
ლაიფციგის აეროპორტში დრონების მონაწილეობით ინციდენტი 2026 წლის აგვისტოს დასაწყისში მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი ერთ-ერთი დრონი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის, „ან-124“-ის ფრთას შეეჯახა, თუმცა რიკოშეტით აირეკლა და არ აფეთქდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხომალდს უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი გადაჰქონდა, თუმცა კიევსა და ბერლინს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ თვითმფრინავში იარაღის არსებობა. The Telegraph-ისა და Welt am Sonntag-ის მონაცემებით, ხომალდის ბორტზე დაახლოებით 25 000 ლიტრი საავიაციო საწვავი იყო. გამომძიებლების შეფასებით, აფეთქება აეროპორტის ტერიტორიას მოიცავდა და კოლოსალურ ზიანს მიაყენებდა მას.
მედია გამოძიებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ოპერაციის კოორდინატორი იყო ლატვიის მოქალაქეობის მქონე რუსეთში დაბადებული პირი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული. იგი ბერლინში ჩაფრინდა, შემდეგ ნაქირავები ავტომობილით გაემგზავრა ლაიფციგში, ხოლო თავდასხმამდე ორი დღით ადრე ბერლინიდან გაფრინდა. შემსრულებლის პიროვნების დადგენა გამომძიებლებმა დნმ-ის იმ კვალის წყალობით შეძლეს, რომელიც ერთ-ერთ დრონსა და აეროპორტის მახლობლად ხეზე მიმაგრებულ ანტენაზე დარჩა. მონაცემთა ბაზებით გაირკვა, რომ იგი ბელარუსის მოქალაქეა, რომელმაც ევროპაში შეღწევა შეძლო იტალიური ვიზით, რომელიც მან მინსკში მიიღო.
The Telegraph-ი და Welt am Sonntag-ი წერენ, რომ ლევუშკინი რუსეთის მოქალაქეა, კარშაკოვი კი „ერთჯერადი აგენტი“ იყო და მას დივერსიის განხორციელება დაევალა. ლევუშკინი, როგორც იუწყებიან, თურქეთის გავლით ჩაფრინდა გერმანიაში. ნაქირავები ავტომობილით მან მოინახულა რამდენიმე ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, იარაღი შეიძლება ყოფილიყო დამალული, ხოლო 31 ივლისს მან ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიის დაზვერვა ჩაატარა. ასაფეთქებელი ნივთიერება, გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთისა და სერბეთის გავლით ჩაიტანეს სატვირთო ავტომობილებში მოწყობილი სამალავებით.
ლაიფციგის დივერსიას გამომძიებლები უკავშირებენ გრუ-ს 29155-ე ნაწილს, რომელსაც პასუხისმგებლად მიიჩნევენ დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლასა და დასავლეთში განხორციელებულ სხვა დივერსიებზე. ამ ნაწილში მსახურობდნენ აგენტები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა. მათი მონაცემებით, ლევუშკინი დიდი ხანია იცნობს გრუ-ს პოლკოვნიკ დენის სმოლიანინოვს, რომელიც ხელმძღვანელობს საზღვარგარეთ დივერსიებზე სპეციალიზებულ განყოფილებას.
გამოცემა „აგენტსტვოს“ მიერ შესწავლილ ერთ-ერთ ფოტოსურათზე მის მოტოციკლს ლატვიური სანომრე ნიშნები ჰქონდა. სულ მცირე 2018 წლამდე, გამოცემის მონაცემებით, ლევუშკინი რიგაში ცხოვრობდა, 2019 წელს ფსკოვის ოლქში გადავიდა, ხოლო მოგვიანებით - რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში. იგი ფსკოვში ორი, ხოლო სევასტოპოლში კიდევ ერთი კომპანიის თანამფლობელია.
გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა ლაიფციგის აეროპორტში განხორციელებულ დივერსიაში. ამის შემდეგ ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეხურა „რუსული სახლი“ და გერმანიაში დარჩენილი რუსეთის უკანასკნელი გენერალური საკონსულო. რუსეთმა საპასუხოდ გამოაცხადა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოსა და გოეთეს ინსტიტუტის ფილიალების დახურვის შესახებ.
ფორუმი