Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, დაიღუპა ორი ადამიანი და 30-ზე მეტი დაიჭრა

ხარკოვი დაბომბვის შემდეგ. 2 ოქტომბერი, 2026.
ხარკოვი დაბომბვის შემდეგ. 2 ოქტომბერი, 2026.

რუსეთის არმიამ ავიაბომბებით მიაყენა დარტყმა ხარკივის სლობოდსკისა და ნემიშლიანის რაიონებს, განაცხადა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად დაიღუპა 66 და 80 წლის ორი ქალი. ასევე ამ დროისთვის ცნობილია 32 დაშავებულის შესახებ, რომელთა შორის ორი ბავშვია.

„ჩამოვარდნის ადგილებში დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი, საოფისე შენობები, სასწავლო დაწესებულება და ავტომობილები. შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება. ადგილზე მუშაობას განაგრძობს ყველა საგანგებო სამსახური“, - დასძინა მან.

დღეს უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში გეგმავს ადგილობრივ მოსახლეობაზე ზემოქმედების მიზნით დარტყმების გაძლიერებას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ ქალაქებში, როგორებიცაა კიევი, ხარკოვი, ოდესა და ლვოვი.

როგორც The New York Times-ი წერს უკრაინის დაზვერვის მიერ ხელში ჩაგდებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, ზამთარში რუსეთის ჯარები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების ობიექტების დაბომბვას აპირებენ.

დოკუმენტის თანახმად, ამ შეტევების საბოლოო მიზანია ელექტროენერგიის გამომუშავების ნულამდე დაყვანა და მსხვილი ქალაქების ელექტროენერგიის გარეშე დატოვება. ამან, შესაძლოა, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG