Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი კიევში ჩავიდა - „შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ“

გერმანიის კანცლერს კიევში ჩასვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა დახვდა
გერმანიის კანცლერს კიევში ჩასვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა დახვდა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 2026 წლის 4 აპრილს უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია - მხარდამჭერი გზავნილითა და თავდაცვის სექტორში გერმანული კომპანიების ამალით.

„უკრაინა გადამწყვეტი კვირების წინაშე დგას. სწორედ ამიტომ ჩავედი დღეს კიევში შემდეგი გზავნილით: შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“, - დაწერა კანცლერმა მერცმა 4 აპრილს პლატფორმა X-ზე.

„გერმანიის უსაფრთხოებაც ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული. ამიტომაც ვუწევთ დახმარებას, მათ შორის, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“, - დაწერა მან.

კიევში რკინიგზის სადგურზე მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა დახვდა.

„როიტერსის“ წყაროების ცნობით, ვიზიტის მიზანი დრონებთან დაკავშირებული შეთანხმების ფინალიზებაა და იგეგმება, კანცლერმა გამოაცხადა ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება

გერმანია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში - ის მას ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG