Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ადამიანი დაიღუპა სუმიზე და ნიკოპოლზე რუსეთის დარტყმების შედეგად

რუსეთის იერიშის შედეგები სუმიში. 4 ოქტომბერი, 2026.
რუსეთის იერიშის შედეგები სუმიში. 4 ოქტომბერი, 2026.

4 ოქტომბერს დილით რუსეთმა იერიში მიიტანა სუმის საცხოვრებელ მიკრორაიონზე. დარტყმა მიზანს მოხვდა ზარეჩნის რაიონის ორ ადგილზე. სუმის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი კრივოშეენკოს თქმით, ჭრილობა მიიღო ერთი წლის ბიჭმა, მის გარდა კიდევ 12 ადამიანი დაშავდა. შეტევის შედეგად დაზიანდა შვიდი მრავალსართულიანი სახლი, ავტომაღაზია, საქალაქო ინფრასტრუქტურა და 25-მდე ავტომობილი.

კოვპაკოვის რაიონში დაიღუპა იმ საწარმოს 52 წლის თანამშრომელი, რომელსაც თავს დაესხა რუსეთის სამი უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა.

დღისით რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში სუმის ზარეჩნისა და კოვპაკოვის რაიონების ორ ადგილზე, გაჩნდა ხანძარი. დარტყმა განხორციელდა კერძო სექტორის საცხოვრებელ სახლებზე. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათგან ორმა მძიმე ჭრილობები მიიღო.

ასევე 4 ოქტომბერს რუსეთმა კვლავ დაარტყა კიევში ჩრდილოეთის ხიდს. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, შეტევისას დაზიანდა გზის საფარი. ასევე დაიჭრა ორი ადამიანი - ერთი მათგანი ჰოსპიტალიზებულია, მეორეს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

დნეპრის რაიონში დრონის ნამსხვრევები დაეცა კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავსა და გზის პირას ღია ტერიტორიაზე. გარდა ამისა, რუსეთის სამხედროებმა დააზიანეს თბომაგისტრალი, რის გამოც დესნიანკის რაიონში დროებით არ იქნება ცხელი წყალი.

დარნიცის რაიონში დრონის ნამსხვრევები დაეცა პარკირებულ ავტომობილს და ერთ-ერთი სკოლის ღია ტერიტორიაზე.

დნეპრში იერიში მიიტანეს კავშირგაბმულობის საწარმოზე, განაცხადა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ჰანჟამ. უკრაინული არხების მონაცემებით, დარტყმა განხორციელდა კომპანია „უკრტელეკომის“ შენობაზე.

ნიკოპოლში რუსეთის არტილერიის დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ ერთი - 64 წლის მამაკაცი - მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG