Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ საწვავის ფასების ზრდას იწვევს რუსეთზე უკრაინის დარტყმები და არა ირანთან ომი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს მსოფლიოში საწვავის მაღალი ფასების მიზეზად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმები გამოაცხადა და დაბეჯითებით აღნიშნა, რომ ირანის ომი ამაზე პასუხისმგებელი უკვე აღარ არის.

„ბენზინის ფასს მაღლა უკვე აღარ სწევს ჰორმუზის სრუტე, რადგან ახლა თითქმის ყოველდღიურად გამოდის ბარელების რეკორდული რაოდენობა, არამედ - სიტყვა „ქარხნები“, როცა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უკრაინა აფეთქებს“, — აღნიშნა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ტრამპმა, რომლის რესპუბლიკური პარტიაც მომავალ თვეში აშშ-ის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ბრალი ასევე დააკისრა, მისი თქმით, ოპონენტი დემოკრატების მიერ მართულ შტატებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დახურვას.

ტრამპმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს „რუსეთში დიზელის დეფიციტის შექმნა“.

„ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების მწყობრიდან გამოყვანა. ის იწვევს დიზელის დეფიციტს. ეს არ არის დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთთან. ეს ხდება იმის გამო, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ტრიალებს“, - განაცხადა ტრამპმა.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის დაწყების შემდეგ თეირანმა საპასუხოდ დაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიო საწვავის მეხუთედი გადიოდა. ჩაკეტვამ გამოიწვია მიწოდების შეფერხება, რასაც მოჰყვა ნავთობის ფასის ზრდა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო პერიოდში უკრაინამ გაააქტიურა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა, რასაც საწვავის კრიზის მოჰყვა რუსეთში.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG