სუსის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული „ურან-238-ის" უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გაყიდვას გეგმავდა.
უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავების მომენტი და ამოღებული მასალა. სუსს არ დაუკონკრეტებია, სად და რა პირობებში ინახებოდა „ურან-238“, რა რაოდენობის მასალა ამოიღეს და რომელი ქვეყნის მოქალაქეზე იგეგმებოდა მისი გაყიდვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი უკანონო მოპყრობას ეხება და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსის ინფორმაციით, დაკავება მოხდა კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად.
სუსი პერიოდულად აცხადებს საქართველოში ბირთვული მასალების უკანონო გაყიდვის მცდელობების აღკვეთის შესახებ. მათ შორის, დაკავებულთა შორის არაერთხელ იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
ფორუმი