Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ საფრანგეთის მიერ ბირთვული რაკეტის საცდელი გაშვება რუსეთის საწინააღმდეგო „ჩიხური“ სტრატეგიის ნაწილია

 კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ ბირთვული რაკეტის საცდელმა გაშვებამ აჩვენა, რომ ევროპა თავის თავდაცვის სტრატეგიას რუსეთთან დაპირისპირების ირგვლივ აგებს. და აღნიშნული სტრატეგია შეაფასა, როგორც „ჩიხური“, - ავრცელებს რუსეთის შეფასებას სააგენტო Reuters-ი.

6 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ბრეტანის სანაპიროსთან წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება შეაფასა, როგორც გზავნილი, „რომელიც ხმამაღლა და მკაფიოდ გაიგზავნა ყველგან, სადაც კი ეს უნდა მიეღოთ“, რუსეთის პირდაპირი ხსენების გარეშე.

გაშვება განხორციელდა უკრაინაში ომის, ევროპული უსაფრთხოებისა და ბირთვული შეკავების გარშემო გამწვავებული დაძაბულობის ფონზე. რუსეთმა ახლახან კვლავ განაახლა გაფრთხილებები, რომ შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი საკუთარი თავისა და კალინინგრადის ექსკლავის დასაცავად.

საცდელი გაშვების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთმა მიიღო საფრანგეთის გზავნილი და აღნიშნა, რომ ეს იყო მაგალითი იმისა, რომ ევროპა მილიტარიზაციითაა შეპყრობილი.

„ისინი თავიანთ იდენტობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების საფუძველზე აგებენ. ეს ჩიხური გზაა. როგორც ისტორია გვიჩვენებს, ამას კარგისკენ არ მივყავართ“, — განაცხადა მან.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ საბრძოლო მზადყოფნაში რჩება, თუმცა ღიაა დიალოგისთვის. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პრობლემა რაკეტების სადემონსტრაციო გაშვებებით კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ დიალოგის გზით“, — თქვა მან.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG