როგორც პოლონური ტელეკომპანია TVN-ი იტყობინება, თავდამსხმელი ამავე სასწავლებლის სტუდენტი იყო. მანაც მიიღო დაზიანებები ან შესაძლოა თავი დაიზიანა, თუმცა თავდასხმის შემდეგ გაქცევა შეძლო. პოლიციამ იგი უკვე ქალაქში დააკავა.
დაზარალებულებს შორის არის ოთხი სტუდენტი, ორი პედაგოგი და ორი შემთხვევითი გამვლელი (მამა-შვილი). ყველა დაჭრილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ორი მათგანი, ექიმების თანახმად, მძიმე მდგომარეობაშია.
ქმედების მოტივები ჯერჯერობით უცნობია. თავად ეჭვმიტანილი ბადრაგის მეთვალყურეობით საავადმყოფოში იმყოფება. სასწავლო კორპუსიდან, სადაც თავდასხმა მოხდა, ევაკუაცია განხორციელდა და იგი დაიკეტა.
ოსტროლენკა მდებარეობს მაზოვიეცკის სავოევოდოში, რომლის ცენტრიც ვარშავაა. ქალაქში 50 ათასზე ოდნავ მეტი მცხოვრებია.
ფორუმი