სუსის ცნობით, დაკავებულების გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში.
„ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სუსი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 26 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 22 წლის დიტო მურადაშვილი სოფელ წინაგართან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის „განზრახ გადაკვეთისთვის“ დააკავეს.
9 ოქტომბერს მათი საქმე ახალგორის ე.წ. სასამართლომ განიხილა. ორივე მოქალაქე დააჯარიმეს და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიიდან „გააძევეს“.
ფორუმი