Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როსტოვის ოლქში დრონების იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა

უკრაინის სამხედრო სადაზვერვო დრონის გასაშვებად ემზადება. დონეცკის ოლქი, 29 თებერვალი, 2024.
უკრაინის სამხედრო სადაზვერვო დრონის გასაშვებად ემზადება. დონეცკის ოლქი, 29 თებერვალი, 2024.

9-10 ოქტომბრის ღამეს დრონების შეტევის შედეგად როსტოვში ექვსი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მრავალბინიანი და კერძო სახლები, ასევე რკინიგზის ხიდი.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის თქმით, ორი დაშავებული საავადმყოფოებში რჩება საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში. მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო, დილისთვის კი ის აღადგინეს.

ბატაისკში დრონი მოხვდა საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე დაუსახლებელ მრავალსართულიან შენობას, გაჩნდა ხანძარი. აზოვში, გუბერნატორის მონაცემებით, დაზიანდა ორი გემი. დაშავებულები არ არიან.

ტელეგრამის არხი ASTRA იუწყება ხანძრის შესახებ როსტოვის სარკინიგზო რაიონში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნის ტერმინალზე. ტერმინალი გამოიყენება ექსპორტისთვის ნავთობპროდუქტების გადასატვირთად და რუსეთის არმიის საწვავით მომარაგებისთვის.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რეგიონში 100-ზე მეტი დრონი გაანადგურეს და ჩაახშვეს.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს დილით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით მფრინავი 25 დრონი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 9 ოქტომბრის საღამოდან საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის 560 დრონი გადაიტაცეს და გაანადგურეს რუსეთის 16 რეგიონის, ანექსირებული ყირიმის, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიის თავზე.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG