Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს

„კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე“, - თქვა კობახიძემ.
„კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე“, - თქვა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ახალ პროგრამას აანონსებს - ბინისა და „სოფლად სახლის“ პროგრამის პარალელურად, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.

„კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.

მისი თქმით, თითოეულ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი „საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ“.

საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, კომპენსაციები გაიცემა „განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად“.

₾58 მლნ ბიუჯეტიდან

მისი ცნობით, პროგრამისთვის „წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი“:

„ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ბიუჯეტი გაიზრდება“, - თქვა მან.

პარალელურად კი გაგრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამა და კორპუსების მშენებლობა.

პრემიერმა ასევე თქვა, რომ დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 10-ჯერაა გაზრდილი:

  • „შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი“.
  • „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში კი, კობახიძის თქმით, 2026 წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა.
  • „მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2 600 დევნილ ოჯახს გადაეცემა“, - თქვა მან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG