Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის აეროპორტებში ღამის განმავლობაში 350 რეისი გადაიდო ან გაუქმდა

უკრაინის დრონებით შეტევების გამო მოსკოვის აეროპორტებში ღამის განმავლობაში 350 რეისი გადაიდო ან გაუქმდა, 2026 წლის 17 ოქტომბერი
უკრაინის დრონებით შეტევების გამო მოსკოვის აეროპორტებში ღამის განმავლობაში 350 რეისი გადაიდო ან გაუქმდა, 2026 წლის 17 ოქტომბერი

17 ოქტომბრის ღამეს მოსკოვის აეროპორტებში კვლავ ამუშავდა შეზღუდვები რეისების მიღებასა და გაშვებაზე, მოსკოვის ოლქის თავზე უკრაინის დრონების ფრენის გამო.

გამოცემა "მედუზა" მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ საერთო ანგარიშით გადაიდო ან გაუქმდა 350-ზე მეტი რეისი, მათი უმეტესობა აეროპორტ "შერემეტიევოში".

მოსკოვისკენ მიმავალი ზოგიერთი თვითმფრინავი სხვა ქალაქებში დაფრინდა - მათ შორის ნიჟნი-ნოვგოროდსა და პეტერბურგში.

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება, რომ განადგურდა მოსკოვისკენ მიმავალი 75 დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საერთო ანგარიშით ღამის განმავლობაში გაანადგურეს ან გადაიტაცეს 600-ზე მეტი დრონი. მუშაობა შეაჩერეს აეროპორტებმა მოსკოვში, პენზაში, სარატოვსა და სოჭში.

უკრაინის დრონებით შეტევებზე იუწყებიან რუსეთის საზღვრისპირა ოლქების მთავრობებიც. ბელგოროდის ოლქში, ხელისუფლების მონაცემებით, სამიზნე იყო რამდენიმე საწარმო და ინფრასტრუქტურის ობიექტები, შეტევას მოჰყვა ნგრევა. კურსკში, გუბერნატორის ინფორმაციით, დრონმა დარტყმა განახორციელა შაქრის ქარხანაზე, დაჭრილია 56 წლის ქალი.

ღამის განმავლობაში მოსკოვის ოთხივე აეროპორტი დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში არ მუშაობდა.

1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავიაკომპანიები გააფრთხილა, რომ "რუსეთის ცა ხდება სრულიად არაუსაფრთხო", დრონებით შეტევების გამო - რის შესახებაც უკრაინამ ოფიციალურად შეატყობინა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO).

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG