Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთში ოპოზიციონერები დააკავეს

არსენ გევორგიანი, "ძლიერი სომხეთის" კანდიდატი 2026 წლის თვითმმართველობის არჩევნებში
არსენ გევორგიანი, "ძლიერი სომხეთის" კანდიდატი 2026 წლის თვითმმართველობის არჩევნებში

სომხეთში დაგეგმილ ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე კორუფციული ბრალდებით დააკავეს ოპოზიციური ალიანსის „ძლიერი სომხეთის“ კანდიდატი არსენ გევორგიანი და კიდევ 13 პირი. სომხური მედიის ინფორმაციით, გევორგიანს, რომელიც სტეპანავანის თემში იყრიდა კენჭს, სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციის ლიდერები დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს გევორგიანის კანდიდატად წარმდგენი ოპოზიციური ბლოკის „ძლიერი სომხეთის“ ადგილობრივი ოფისები.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, გევორგიანმა ათობით ადგილობრივ მცხოვრებს ქრთამი მისცა და რომ დაკავებულთა შორის არიან როგორც „ძლიერი სომხეთის“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები, ასევე სტეპანავანის რამდენიმე მცხოვრები.

„ძლიერი სომხეთის“ ერევანში მყოფმა ლიდერებმა მალევე დაგმეს დაკავებები - როგორც მთავრობის მცდელობა თავიდან აიცილოს „ძლიერი სომხეთის“ გამარჯვება. ბლოკმა, რომელსაც მილიარდერი სამველ კარაპეტიანი ლიდერობს, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აგრეთვე ლაპარაკია „პოლიტიკურ მოტივებსა და მიზანშეწონილებაზე“.

„ცვლილებები მოდის - ისინი ახლოსაა - პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ქმედებების მიუხედავად“, - აღნიშნულია განცხადებაში - „ მოვუწოდებთ სტეპანავანის ამომრჩეველს, არ შეეშინდეთ და მონაწილეობა მიიღონ ხმის მიცემაში.

2026 წლის ივნისში გამართულ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ - „სამოქალაქო შეთანხმებამ“ შედარებით მცირე მხარდაჭერა მოიპოვა. „ძლიერმა სომხეთმა“ და ოპოზიციის სხვა მნიშვნელოვანმა ჯგუფებმა უარყვეს ოფიციალური შედეგები, რომლითაც გამარჯვება „სამოქალაქო შეთანხმებას“ ერგო და ის გაყალბებულად შეაფასა.

ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით ოპოზიციის ასობით აქტივისტი, წევრი და მხარდამჭერი დააკავეს დანაშაულის, მათ შორის - 27 სექტემბრის არჩევნების დღეს. მსგავსი ბრალდება არ წარუდგენიათ მმართველი პარტიის არც ერთი წევრისთვის, რომლებსაც სომხეთის ოპოზიცია ხალხის ფულით ამომრჩევლის მოსყიდვას სდებდა ბრალად, გასულ თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა ჩაწერეს, რომ სომხეთში არსებობს „კანონის შერჩევითად აღსრულება“.

ბოლო დაკავებებამდე ერთი დღით ადრე, რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსახურს სტეპანავანის ზოგიერთმა მცხოვრებმა უთხრა, რომ ივნისში, არჩევნების დღემდე მათ დაკარგეს სამუშაო ადგილები საჯარო სექტორშ იმის გამო, რომ ხმას არ აძლევდნენ „სამოქალაქო შეთანხმებას“ ან დაკავშირებული იყვნენ ოპოზიფიურ ლიდერებთან. სოციალური მედიის პოსტებში ნიკოლ ფაშინიანმა დასცინა განცხადებებს, რომლებშიც სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები სახელმწიფოს მასშტაბით ხდება. მან მაგალითად მოიყვანა სახელმწიფო დამსაქმებლების წერილობითი განცხადებები, რომელთა მიხედვითაც თანამშრომლებს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ დისციპლინური გადაცდომების გამო ათავისუფლებდნენ.

2026 წელს სომხეთში ზოგიერთ თემში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 27 სექტემბერს გაიმართა ოთხ მუნიციპალიტეტში. 25 ოქტომბერს გაიმართება 21-ში, 29 ნოემბერს - 12 მუნიციპალიტეტში, 13 დეკემბერს - ოთხში.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG